რას გთავაზობთ
სტრატეგია და გამართვა: სარეკლამო კამპანიების დაგეგმარება და სრული ტექნიკური გამართვა DV360-ის ყველა ფორმატში.
აუდიტორიების შექმნა: თქვენი არსებული მომხმარებლების ბაზების (CRM), Google-ის სეგმენტებისა და ქცევითი მონაცემების გამოყენება ზუსტი თარგეთინგისთვის.
სარეკლამო სივრცეების შესყიდვა: გარანტირებული (Programmatic Guaranteed), პრივატული და ღია აუქციონების მართვა და ოპტიმიზაცია.
ყველა მოწყობილობის დაფარვა: რეკლამის ჩვენება მობილურებში, კომპიუტერებში, სმარტ ტელევიზორებსა (CTV) და აპლიკაციებში.
ბრენდის უსაფრთხოება (Brand Safety): ვფილტრავთ საიტებს და გამოვრიცხავთ არასასურველ კონტენტს, რათა თქვენი რეკლამა მხოლოდ სანდო და ხარისხიან გარემოში გამოჩნდეს.
ვიზუალების ოპტიმიზაცია: მუდმივი ტესტირება (A/B ტესტები) და დინამიური რეკლამები სხვადასხვა ფორმატისთვის (ვიზუალური, ვიდეო, აუდიო).
გამჭვირვალე რეპორტინგი: რეალურ დროში განახლებადი დაშბორდები, სადაც დეტალურად და მარტივად ჩანს, რაში იხარჯება ბიუჯეტი.
ჩვენების სიხშირის კონტროლი: ვმართავთ რეკლამის ჩვენების რაოდენობას ერთ მომხმარებელზე, რათა არ გადავღალოთ აუდიტორია და ბიუჯეტი ტყუილად არ დაიხარჯოს.


რას გთავაზობთ
კამპანიების გაშვება და კონტროლი: ყველა სარეკლამო არხს ვაკონტროლებთ ერთი წერტილიდან. ზუსტად ვანაწილებთ სარეკლამო მასალებს და ვაყენებთ აღრიცხვის სისტემებს, რომ ვიცოდეთ, სად რა ხდება.
შედეგების აღრიცხვა (Floodlight): ვაწყობთ და ვაკონტროლებთ სისტემას, რომელიც ზუსტად ითვლის საიტიდან შემოსულ თითოეულ გაყიდვასა თუ თქვენთვის მნიშვნელოვან ქმედებას.
წარმატებული არხების გამოვლენა (Attribution): ზუსტად ვადგენთ, რომელმა კონკრეტულმა რეკლამამ და პლატფორმამ გადააწყვეტინა მომხმარებელს პროდუქტის რეალურად ყიდვა (ანუ საიდან მოვიდა შედეგი).
რეკლამის ხილვადობის კონტროლი (Viewability): სპეციალური ინსტრუმენტების დახმარებით ვამოწმებთ, რეალურად გამოჩნდა და ნახა თუ არა მომხმარებელმა თქვენი რეკლამა.
დეტალური რეპორტინგი: მარტივად გაჩვენებთ სრულ სურათს - რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა, რა შედეგი დადგა და ზუსტად რა გზა გაიარა კლიენტმა რეკლამის პირველი ნახვიდან ყიდვამდე.
სისტემების ინტეგრაცია: ვაკავშირებთ DV360, SA360 და Google Analytics 360 პლატფორმებს, რათა ყველა მონაცემი ერთიანად და დანაკარგების გარეშე აღირიცხოს.
აუდიტორიების შექმნა: შემოსული კონვერსიების (მაგალითად, ვინც უკვე იყიდა) მონაცემებზე დაყრდნობით ვაგროვებთ სიებს, რომლებსაც შემდეგ კამპანიებში მაქსიმალურად ეფექტურად ვიყენებთ.
რას გთავაზობთ
ყველა ტიპის სარეკლამო ბანერი: ვამზადებთ ნებისმიერი ზომისა და ფორმატის სტანდარტულ ბანერს (მთელი ეკრანის ფორმატი, ვერტიკალური, ჰორიზონტალური და ა.შ.).
ინტერაქტიული და ანიმაციური ვიზუალები (HTML5 / Rich Media): ვქმნით დინამიურ ბანერებს, რომლებიც იქცევს ყურადღებას და რომლებთანაც მომხმარებელს ინტერაქცია შეუძლია.
ადაპტირებადი (Responsive) რეკლამები: ბანერები, რომლებიც ავტომატურად იცვლის ფორმას და იდეალურად ერგება ნებისმიერი საიტისა თუ მობილურის ეკრანის ზომას.
ზუსტი თარგეთინგი: რეკლამას ვაჩვენებთ მომხმარებლის ქცევის, კონკრეტული ინტერესებისა და იმ საიტების შინაარსის მიხედვით, რომლებსაც ისინი სტუმრობენ.
პრემიუმ სარეკლამო სივრცეები (PMP): ვათავსებთ რეკლამას წამყვან და მაღალი ნდობის მქონე ვებსაიტებზე სპეციალური შეთანხმებების საფუძველზე.
ხილვადობა და ბოტებისგან დაცვა: მკაცრად ვაკონტროლებთ, რომ თქვენი ბანერი რეალურმა ადამიანებმა ნახონ და ბიუჯეტი ე.წ. "ბოტებსა" და უხილავ სივრცეებზე არ დაიხარჯოს.
პერსონალიზებული რეკლამები (DCO): სისტემა, რომელიც ავტომატურად უცვლის ბანერს დიზაინს და კონკრეტულ მომხმარებელს ზუსტად იმ პროდუქტს ან შეთავაზებას აჩვენებს, რაც მას ყველაზე მეტად აინტერესებს.


რას გთავაზობთ
YouTube რეკლამა: ვმართავთ ყველა ფორმატს - პრე-როლის ფორმატებს, YouTube Shorts-ს და რეკლამას ძიების შედეგებში.
რეკლამა სმარტ ტელევიზორებში (CTV): თქვენი ვიდეო რეკლამის ჩვენება თანამედროვე ტელევიზორების აპლიკაციებსა და პოპულარულ სტრიმინგ პლატფორმებზე.
ვიდეო რეკლამა წამყვან საიტებზე: რეკლამის განთავსება მაღალი ნდობის მქონე ვებგვერდებზე, სხვადასხვა ვიდეოების დაწყებამდე ან სტატიებს შორის.
სტრიმინგ პლატფორმების დაფარვა: ვიყენებთ DV360-ს, რათა თქვენი რეკლამა გამოჩნდეს იქ, სადაც მომხმარებელი ონლაინ ფილმებსა და გადაცემებს უყურებს.
ნახვების ხარისხის კონტროლი: ვაკონტროლებთ, რომ მომხმარებელმა ვიდეო ბოლომდე ნახოს და თქვენი ბიუჯეტი რეალურ ნახვებში დაიხარჯოს.
ზუსტი აუდიტორიის შერჩევა: ვიყენებთ თქვენს ბაზებსა და Google-ის მონაცემებს, რომ ვიდეო მხოლოდ თქვენთვის საინტერესო ადამიანებმა ნახონ.
თანმიმდევრული ისტორია (Storytelling): ვქმნით რეკლამების ჯაჭვს, სადაც მომხმარებელი ეტაპობრივად ნახულობს სხვადასხვა ვიდეოს, რაც საბოლოოდ ერთიან ისტორიას კრავს და ყიდვისკენ უბიძგებს.
რას გთავაზობთ
რეკლამა მუსიკალურ პლატფორმებზე: აუდიო რეკლამის გაშვება Spotify-ზე, SoundCloud-სა და სხვა პოპულარულ პლატფორმებზე DV360-ის დახმარებით.
რეკლამა პოდკასტებში: თქვენი შეთავაზების განთავსება პოდკასტებში - როგორც წამყვანის მიერ წაკითხული ტექსტით, ისე წინასწარ ჩაწერილი რეკლამებით.
ზუსტი აუდიტორიის შერჩევა: რეკლამას ვასმენინებთ ხალხს მათი დემოგრაფიის, კონკრეტული ინტერესებისა და იმის მიხედვით, თუ რას უსმენენ ისინი ჩვეულებრივ.
დამხმარე ვიზუალური ბანერები: აუდიო რეკლამის პარალელურად, მომხმარებლის ეკრანზე გამოდის ბანერი, რათა მან მარტივად შეძლოს თქვენს საიტზე გადმოსვლა.
მოსმენების ხარისხის კონტროლი: ვაკონტროლებთ, რომ მომხმარებელმა რეკლამას ბოლომდე მოუსმინოს და ვაუმჯობესებთ შედეგებს სპეციალურად აუდიო ფორმატისთვის დაწესებული მიზნების მიხედვით.


რას გთავაზობთ
რეკლამა წამყვან საიტებზე: თქვენი რეკლამა პრემიუმ საიტების საინფორმაციო ველში (Feed) ისე ბუნებრივად ჩნდება, რომ არ ჰგავს სტანდარტულ ბანერს.
რეკომენდებული კონტენტი: თქვენი სტატიების ან პროდუქტების ჩვენება საიტების ბოლოში, „ასევე დაგაინტერესებთ“ სექციაში (Taboola-სა და Outbrain-ის სტილის პლატფორმების გამოყენებით).
ბუნებრივი ვიდეო და ვიზუალური ფორმატები: ვიყენებთ ისეთ რეკლამებს, რომლებიც სრულად ერგება კონკრეტული საიტის დიზაინს და მომხმარებლისთვის ნაკლებად შემაწუხებელია.
შესაბამისი შინაარსის შერჩევა: რეკლამას ვაჩვენებთ მხოლოდ იმ სტატიებში, რომლებიც შინაარსობრივად ახლოსაა თქვენს ბიზნესთან.
ვიზუალების მორგება: მუდმივად ვხვეწთ და ვაუმჯობესებთ სარეკლამო მასალებს, რათა ისინი იდეალურად ჩაჯდეს საიტების სტილში და მეტი დაინტერესება გამოიწვიოს.
რას გთავაზობთ
რეკლამა Amazon-ზე და მის ფარგლებს გარეთ: ვმართავთ სარეკლამო ბანერებსა და ვიდეო კამპანიებს როგორც უშუალოდ Amazon-ის პლატფორმაზე, ისე სხვა წამყვან საიტებზე.
უნიკალური აუდიტორიები: ვიყენებთ Amazon-ის ექსკლუზიურ მონაცემებს - რეკლამას ვაჩვენებთ ხალხს მათი რეალური ინტერესების, ცხოვრების სტილისა და ყიდვის ისტორიის მიხედვით.
დაინტერესებული მომხმარებლების დაბრუნება: რეკლამას ვახსენებთ მათ, ვინც უკვე ნახა თქვენი პროდუქტი, დაამატა კალათაში ან წარსულში მსგავსი ნივთი შეიძინა.
რეკლამა სტრიმინგ პლატფორმებზე: თქვენი ვიდეო რეკლამის ჩვენება Fire TV-ზე, Twitch-სა და IMDb TV-ზე.
შედეგების ზუსტი ანალიზი: Amazon-ის სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით დეტალურად ვზომავთ, რა გავლენა მოახდინა რეკლამამ გაყიდვებზე.
ერთიანი სტრატეგია: Amazon-ის სარეკლამო კამპანიებს ვაერთიანებთ სხვა არხებთან (მაგალითად, DV360-თან), რომ თქვენი ბრენდი ყველგან თანმიმდევრულად ჩანდეს.

რას გთავაზობთ
Adform: ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც მკაცრად იცავს მონაცემთა უსაფრთხოებას და გვთავაზობს რეკლამის მართვის სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.
The Trade Desk: დამოუკიდებელი პლატფორმა, რომელიც საუკეთესოა რეკლამის ყველა მოწყობილობაზე (მობილური, კომპიუტერი, ტელევიზორი) სინქრონულად საჩვენებლად.
Maestro: სპეციალიზებული პლატფორმა კონკრეტული ბიზნეს-ამოცანებისა და სპეციფიკური ბაზრებისთვის.
საუკეთესო პლატფორმის შერჩევა: ჩვენ არ ვართ შეზღუდული ერთი ხელსაწყოთი - გირჩევთ და ვიყენებთ იმ პლატფორმას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს ბიზნეს მიზნებს.
რეკლამების ერთიანი მართვა: რამდენიმე სხვადასხვა პლატფორმაზე გაშვებულ კამპანიებს ერთიანად ვმართავთ და გაწვდით საერთო, გასაგებ რეპორტებს.
აუდიტორიის კონტროლი: ვზრუნავთ, რომ ერთი და იგივე მომხმარებელს სხვადასხვა პლატფორმაზე ბევრჯერ არ უჩვენოს თქვენი რეკლამა და ბიუჯეტიც უფრო ეფექტურად განაწილდეს.



