Creative
როგორ ვაქციეთ ბანერზე კლიკი რეალურ შეკვეთად

ინტერაქციული HTML5 ბანერი, რომელიც Bolt-ის აპისთვის შევქმენით, ჩვეულებრივ რეკლამას თამაშის მსგავს გამოცდილებად აქცევდა.
სტატიკური ბანერის ნაცვლად შევქმენით ინტერაქციული ფორმატი, სადაც McDonald’s-ის ბურგერი თითოეულ კლიკზე მცირდებოდა, თითქოს მას რეალურად მიირთმევდნენ. მომხმარებელი ჯერ ერთვებოდა თამაშში, შემდეგ კი ხედავდა მკაფიო CTA-ს.
შედეგები
გაიზარდა Bolt-ის აპში სესიების რაოდენობა
გაიზარდა McDonald’s-ის შეკვეთები
კამპანიამ მიიღო დადებითი შეფასება კლიენტის მხრიდან
მომხმარებლები CTA-ს ნახვამდე ერთვებოდნენ ინტერაქციაში
გამოწვევა
Bolt-ის მიზანი იყო აპში სესიების ზრდა და McDonald’s-ის შეკვეთების მატება საქართველოში.
სტანდარტული ბანერები აღარ მუშაობდა. მომხმარებელი მათ გვერდს უვლიდა ყურადღებისა და რეაქციის გარეშე.
ამიტომ ამოცანა იყო ისეთი ფორმატის მოფიქრება, რომელიც გამოიწვევდა მომხმარებლის რეალურ ინტერაქციას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიყვანდა მას მოქმედებამდე.

სტრატეგია
პრობლემა არ იყო დაფარვა (reach). პრობლემა იყო ყურადღება.
სტატიკური ბანერი მხოლოდ ერთჯერად მესიჯს აწვდის მომხმარებელს. ინტერაქციული ფორმატი კი ქმნის გამოცდილებას.
მთავარი იდეა იყო, რომ თუ მომხმარებელი პირველად თავად ერთვება პროცესში, შემდეგ CTA ბევრად ეფექტურად მუშაობს.
სტრატეგია შემუშავდა სამი ძირითადი პრინციპის მიხედვით:
1. ინტერაქცია
ბანერში მთავარი იყო არა შეთავაზება, არამედ მოქმედება.
ბურგერი იქცა ინტერაქციის ცენტრალურ ელემენტად, ყოველი კლიკი მას ეტაპობრივად ცვლიდა და მომხმარებელს სწრაფ უკუკავშირს აძლევდა.
2. ორი სცენარი
CTA-მდე მისასვლელად შეიქმნა ორი გზა:
აქტიური მომხმარებლისთვის ინტერაქციის გავლით
პასიური მომხმარებლისთვის 4 წამში ჩნდებოდა ანიმირებული CTA, რომელიც ყურადღებას ხელახლა იპყრობდა
3. კრეატივი
ყველა დეტალი, ვიზუალი, ანიმაცია, ტექსტი, აგებული იყო ერთ იდეაზე:
რეკლამა უნდა ყოფილიყო ვიზუალურად მადისაღმძვრელი და ემოციურად დამაინტრიგებელი.
შესრულება
კამპანიის ფარგლებში შემუშავდა ინტერაქციული HTML5 ბანერი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა Bolt-ის აპისთვის.
ბანერში გამოსახული იყო McDonald’s-ის ბურგერი, რომელიც რეაგირებდა მომხმარებლის ქმედებაზე.
ყოველი კლიკი იწვევდა შემცირების ანიმაციას
ბურგერი ეტაპობრივად იცვლებოდა
მომხმარებელი იღებდა ვიზუალურ და ემოციურ უკუკავშირს
ამ პროცესმა რეკლამა გადააქცია პატარა თამაშად.
CTA ჩნდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი უკვე ჩართული იყო.
მათთვის, ვინც არ რეაგირებდა:
4 წამის შემდეგ აქტიურდებოდა ალტერნატიული სცენარი
CTA ჩნდებოდა მოძრაობით და იპყრობდა ყურადღება.
დასკვნა
როცა რეკლამა უბრალოდ ქმედებას არ ითხოვს, არამედ ჩართულობის რეალურ მიზეზს ქმნის, შედეგიც ბუნებრივად მოჰყვება.
სტატიკური ბანერის ნაცვლად ინტერაქციული გამოცდილების შექმნამ მომხმარებელი მაყურებლიდან მონაწილედ აქცია და სწორედ აქ იწყება კონვერსია.