Georgian (Georgia)

წესები და პირობები | AdGeeks

AdGeeks LLC (კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი: 405260006)
ამოქმედების თარიღი: 10.08.2024

1. შესავალი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Ad Geeks-ში. წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირდება ჩვენი ციფრული მარკეტინგისა და სარეკლამო სერვისებით სარგებლობა. ამ სერვისებით სარგებლობითა და/ან მათზე წვდომით, თქვენ ეთანხმებით, რომ დაიცავთ ამ წესებსა და პირობებს.

2. სერვისები

AdGeeks-ის 360-გრადუსიანი ციფრული მარკეტინგულ სერვისების არასრული ჩამონათვალი:

  • ციფრული რეკლამა (Google DV360, Meta Ads, პროგრამატიკული რეკლამა და სხვ.)

  • ვებ-დეველოპმენტი და დიზაინი

  • კონტენტის შექმნა და ბრენდინგი

  • SEO და შედეგებზე ორიენტირებული მარკეტინგი

  • მონაცემთა ანალიტიკა და რეპორტინგი

3. კლიენტის ვალდებულებები

კლიენტი ვალდებულია, თავად უზრუნველყოს სარეკლამო კამპანიებისთვის საჭირო ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდება. სათანადო მასალების მიწოდების ვადის გადაცილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სარეკლამო კამპანიის განხორციელებაზე. ასეთ შემთხვევებში Ad Geeks პასუხისმგებელი არ იქნება წარმოშობილ შეფერხებებზე.

4. ანაზღაურება და ჯარიმები

  • ანაზღაურების პირობები შეთანხმებულია კონტრაქტით.

  • ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურების ვადების დარღვევა შესაძლოა გახდეს კლიენტის დაჯარიმების ან მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

  • თუ მხარეები სხვა პირობებზე არ შეთანხმებულან, სარეკლამო კამპანიის წარმობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და საკომისიო, მათ შორის პლატფორმის ხარჯები, ანაზღაურდება კლიენტის მიერ.

5. ინტელექტუალური საკუთრება

ყველა კრეატიულ რესურსზე, სარეკლამო ტექსტებსა და მარკეტინგულ მასალებზე, რომლებიც შემუშავებულია AdGeeks-ის მიერ, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის AdGeeks სათანადო ანაზღაურების სრულად მიღებამდე. 

მხარეები ვალდებული არიან მოიპოვონ ყველა სათანადო უფლება და ლიცენზია კამპანიებში გამოყენებულ ნებისმიერი მასალაზე, რომელიც დამზადებულია მესამე პირების მიერ.

6. პასუხისმგებლობები და გამონაკლისები

AdGeeks არ იძლევა კონკრეტული შედეგების გარანტიას (მაგალითად, ROI, კონვერსიის მაჩვენებლები), თუმცა უზრუნველყოფს ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებას.

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები ზარალზე, რომელიც გამოწვეულია პლატფორმის ალგორითმების ცვლილებით, კონკურენტების ქმედებებით ან გარე ბაზრის პირობებით.

7. ხელშეკრულების შეწყვეტა

ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაფაროს ყველა დავალიანება, ხოლო AdGeeks ვალდებულია შეასრულოს ნებისმიერი მიმდინარე დავალება მიღებული გადახდის შესაბამისად.

8. კონფიდენციალურობა

ორივე მხარე თანხმდება არ გაასაჯაროოს თანამშრომლობის პერიოდში მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის სარეკლამო სტრატეგიები, ფასები და კლიენტის მონაცემები.

9. მოქმედი კანონმდებლობა

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

დავის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

10. ცვლილებები

AdGeeks-ს აქვს უფლება შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები.

სერვისებით სარგებლობა ცვლილებების შემდეგ ნიშნავს, რომ კლიენტი ეთანხმება ახალ წესებსა და პირობებს