Georgian (Georgia)

Google Maps-ის ყველაზე დიდი განახლება

ინდუსტრიის სიახლეები

Google-მა Google Maps-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განახლება წარადგინა.

Ask Maps პასუხობს თქვენს რეალურ კითხვებს საუბრის ფორმატში, ხოლო ნავიგაციის მარშრუტს უფრო ინტუიციურს ხდის.

Google ცდილობს რუკა გადააქცოს ასისტენტად, რომელსაც შეგიძლია რეალურად დაელაპარაკო. ამისთვის კომპანია Maps-ს აერთიანებს Gemini-ს AI მოდელებთან და მთლიანად ცვლის იმას, თუ როგორ ვპოულობთ ადგილებს და როგორ ვმოძრაობთ ქალაქში.

ამ განახლების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის Ask Maps - ფუნქცია, რომელიც Maps-ს საუბრის ფორმატში გადაჰყავს. აქამდე, თუ რაიმე კონკრეტულის პოვნა გინდოდა, უნდა გეცადა სწორი საკვანძო სიტყვების მოძებნა და შემდეგ მიმოხილვების გარჩევა. ახლა შეგიძლია უბრალოდ დაუსვა კითხვა ისე, როგორც ადამიანს დაუსვამდი.

მაგალითად, თუ გჭირდება ადგილი, სადაც ტელეფონს დატენი და თან დიდ რიგში არ მოგიწევს დგომა, ან ეძებ ჩოგბურთის კორტს საღამოს სათამაშოდ, Maps ამ კითხვებზე პირდაპირ გიპასუხებს. სისტემა ამ დროს იყენებს უზარმაზარ მონაცემებს, ასობით მილიონ ლოკაციასა და მომხმარებლების შეფასებებს, შედეგად, გაძლევს უკვე გაფილტრულ, კონტექსტურ რეკომენდაციებს.

გარდა ამისა, პასუხები პერსონალიზებულია. Maps ითვალისწინებს, რა ადგილები მოგწონს, რას ეძებდი ადრე და რა გქონდა შენახული. თუ ვეგანურ რესტორნებს ანიჭებ უპირატესობას, სისტემამ ეს უკვე იცის და შესაბამის ვერსიებს გთავაზობს.

მეორე დიდი ცვლილება ეხება ნავიგაციას. Google აქაც ცდილობს მართვის პროცესი უფრო ინტუიციური და ნაკლებად სტრესული გახადოს. ამისთვის შემოდის Immersive Navigation, განახლება, რომელიც Google Maps-ის ნავიგაციას როგორც ვიზუალურად, ისე ფუნქციურად სრულიად ახალ გამოცდილებად გარდაქმნის.

გააუმჯობესეთ თქვენი ბიზნესის ხილვადობა Google Maps-ზე

გამართული Google My Business პროფილი აჩვენებს, რამდენად აქტიური, სანდო და მარტივად ხელმისაწვდომია თქვენი ბიზნესი.

რუკა ახლა ბევრად უფრო რეალისტურია. ეკრანზე ჩანს შენობები, გზის სტრუქტურა და გარემო ისე, რომ უფრო მარტივად ხვდები სად ხარ და რა გზა უნდა გაიარო წინ. სისტემაც აქტიურად გეხმარება, აღიქვამს იმ დეტალებს, ზოლებს, გადასასვლელებს, შუქნიშნებს, რომლებიც ხშირად კრიტიკულია გადაწყვეტილების მისაღებად.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სისტემა მუდმივად ამუშავებს რეალურ დროში მონაცემებს. ყოველ წამს მილიონობით განახლება შედის, რის შედეგადაც Maps არა მხოლოდ საუკეთესო მარშრუტს გირჩევს, არამედ გაჩვენებს ალტერნატივებსაც, მაგალითად, უფრო სწრაფ, ან შედარებით გრძელ, მაგრამ ნაკლებად დატვირთულ ვერსიას. ამას ემატება ინფორმაცია გზის სამუშაოებზე და ავარიებზე, რაც მომხმარებლების მიერ გაზიარებულ მონაცემებზეა დაფუძნებული.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გზის ბოლო მონაკვეთს, როცა უკვე დანიშნულების ადგილთან ხარ ახლოს. Maps გაჩვენებს შენობის ზუსტ შესასვლელს, პარკირების ადგილებს და იმასაც კი, გზის რომელ მხარეს უნდა აღმოჩნდე, რათა ზედმეტი დაბნეულობა თავიდან აიცილო.

საბოლოოდ, AI-ის ინტეგრაციით Google Maps გადაიქცევა პლატფორმად, სადაც ლოკაციების ხილვადობას აღარ განსაზღვრავს მხოლოდ ძიება. მნიშვნელოვანი ხდება მომხმარებელთა შეფასებები, კონტექსტი და რეალური გამოცდილება.

გამოიწერე სიახლეები

ვაზიარებთ საინტერესო იდეებს, მარტივ რჩევებს და კრეატიულ ნამუშევრებს, რომლებიც ბრენდებს ზრდაში ეხმარება.

გამოიწერე სიახლეები

ვაზიარებთ საინტერესო იდეებს, მარტივ რჩევებს და კრეატიულ ნამუშევრებს, რომლებიც ბრენდებს ზრდაში ეხმარება.