Georgian (Georgia)

როგორ გაზარდა Ad Geeks-მა ხალიკ ბანკის აპლიკაციის ჩართულობა

გაიგეთ, როგორ დაეხმარა Ad Geeks ხალიკ ბანკს აპლიკაციის კამპანიის ინსტალაციებზე ფოკუსის გადალახვაში და მომხმარებლის უფრო ჭკვიანი გამოცდილების შექმნაში. ორეტაპიანი კამპანიის ფარგლებში, კრეატიული კონტენტი და ქცევითი ანალიზი გამოვიყენეთ ჩართულობის, onboarding-ისა და მომხმარებლის შენარჩუნების გასაუმჯობესებლად - რაც რეალურ ზრდად გადაიქცა.

გამოწვევა

ხალიკ ბანკი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ბრენდია, თუმცა მისი მობილური აპლიკაცია სათანადო ჩართულობას ვერ აღწევდა. პრობლემა მხოლოდ ინსტალაციების რაოდენობა არ იყო - მთავარი გამოწვევა იყო დაბალი აქტიურობა და პროდუქტის არასაკმარისი გაგებადობა.

ჩვენთვის მთავარი კითხვები იყო:

  • სად კარგავენ მომხმარებლები ინტერესს?

  • რა აბნევს ან აჩერებს მათ აპლიკაციის გამოყენებისას?

  • როგორ გავაუმჯობესოთ გამოცდილება ინსტალაციის შემდეგ?

ჩვენი ორეტაპიანი მიდგომა

ფაზა 1: ცნობადობის გაზრდა და ნდობის შექმნა

მომხმარებლის გზის ოპტიმიზაციამდე აუცილებელი იყო მათი დაინტერესება და ნდობის მოპოვება. ამისთვის ჩავატარეთ მაღალი ეფექტის მქონე ცნობადობის კამპანია შემდეგ არხებზე:

  • Meta (Facebook, Instagram)

  • YouTube - Display & Video 360-ის მეშვეობით

კრეატიული სტრატეგია:

  • სიუჟეტზე დაფუძნებული ვიდეოები ქართველი ცნობადი სახეების მონაწილეობით

  • რეალურ საბანკო სიტუაციებზე და აპლიკაციის მთავარ ფუნქციებზე აქცენტი

მიზანი: აპლიკაცია გამხდარიყო ნაცნობი, სანდო და დასამახსოვრებელი.

ფაზა 2: ქმედება და მომხმარებლის გზის ანალიზი

როდესაც ყურადღება მოვიპოვეთ, ფოკუსი გადავიტანეთ შედეგებსა და ინსაითებზე.

რა გავაკეთეთ:

  • ინსტალაციების ზრდა ღირებულებაზე ორიენტირებული რეკლამებით

  • მაღალი ინტერესის მქონე აუდიტორიის რეტარგეტინგი

  • კრეატივების ოპტიმიზაცია მომხმარებლის საწყისი ქცევების მიხედვით

ამასთან ერთად, დეტალურად გავაანალიზეთ მომხმარებლის სრული გზა:

  • სად წყდებოდა პროცესი

  • რომელ ეკრანებზე ჩნდებოდა ბარიერები

  • რომელი ფუნქციები რჩებოდა შეუმჩნეველი

რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი

ბევრი კამპანია ინსტალაციაზე მთავრდება - ჩვენი არა.
ჩვენ რეალურ ქცევაზე დაყრდნობით დავეხმარეთ ხალიკ ბანკს:

  • onboarding-ის გაუმჯობესებაში

  • ბარიერების შემცირებაში

  • აპლიკაციის გამოყენების სიხშირისა და ფუნქციების ათვისების ზრდაში

რა შევასრულეთ

  • სრულფუნელოვანი კამპანია Meta-სა და DV360-ზე

  • მომხმარებლის გზისა და ქცევის ანალიზი

  • მკაფიო UX რეკომენდაციები

  • მონაცემები, რომლებმაც აპლიკაციის გაუმჯობესება განსაზღვრა

შედეგები

  • აპლიკაციის ხილვადობის მნიშვნელოვნად ზრდა

  • ათასობით ინსტალაცია მაღალი ღირებულების კრეატივების მეშვეობით

  • სიღრმისეული ინსაითები მომხმარებლის ქცევასა და ბარიერებზე

  • რეალური გაუმჯობესება onboarding-სა და მომხმარებლის შენარჩუნებაში

Ad Geeks მოქმედებაში

ჩვენ მხოლოდ რეკლამის განმთავსებლები არ ვართ.
ჩვენ ბრენდებს ვეხმარებით მომხმარებლის გაგებაში და ამ ცოდნის ქმედებად ქცევაში.

კამპანიიდან კონვერსიამდე, ჩვენ ვაერთიანებთ:

  • მრავალარხიან შესრულებას

  • ქცევით ანალიზს

  • პროდუქტზე ორიენტირებულ ზრდის ინსაითებს

ერთქად შევქმნათ უფრო ჭკვიანი ციფრული გამოცდილებები.

პროექტის ფარგლებში გამოყენებული სერვისები

ბრენდზე ორიენტირებული გამოცდილებების შექმნა, სადაც ბრენდის არსი შემოქმედებითი პროცესის ცენტრშია.

ბეჭდური, ციფრული და სარეკლამო ვიზუალების დიზაინი

Video Production

პროექტის ფარგლებში გამოყენებული სერვისები

ბრენდზე ორიენტირებული გამოცდილებების შექმნა, სადაც ბრენდის არსი შემოქმედებითი პროცესის ცენტრშია.

ბეჭდური, ციფრული და სარეკლამო ვიზუალების დიზაინი

Video Production