Creative

Advertising

Gulf × AdGeeks - როგორ იქცა საწვავის ფასდაკლება ციფრულ გადახდებზე გადასვლის ბიძგად

Gulf × AdGeeks - როგორ იქცა საწვავის ფასდაკლება ციფრულ გადახდებზე გადასვლის ბიძგად

Gulf-მა დაისახა ამბიციური მიზანი: ათასობით საწვავის მომხმარებლის გადაყვანა ბენზინგასამართი სადგურიდან Gulf-ის აპლიკაციაში და QR-გადახდების ახალი ნორმად ქცევა. ამისთვის კომპანიამ შესთავაზა ძლიერი სტიმული - ლიტრზე –25 თეთრი, თუმცა ამ შეთავაზების გრძელვადიან მომხმარებელთა ჩვევად ქცევისთვის საჭირო იყო სანდო პარტნიორი.

გამოწვევა

Gulf-მა დაისახა ამბიციური მიზანი: ათასობით საწვავის მომხმარებლის გადაყვანა ბენზინგასამართი სადგურიდან Gulf-ის აპლიკაციაში და QR-გადახდების ყოველდღიურ ნორმად ქცევა. სტიმულად კომპანიამ შესთავაზა მიმზიდველი ბენეფიტი - ლიტრზე –25 თეთრი, თუმცა ამ შეთავაზების გრძელვადიან მომხმარებელთა ჩვევად ქცევისთვის საჭირო იყო სწორი პარტნიორი.

აქ შემოვიდა AdGeeks.

ჩვენი სტრატეგიული ხედვა

აპლიკაციის ჩამოტვირთვები მიზნის ბოლო წერტილი არ იყო - ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
ჩვენ ვიცოდით, რომ წარმატება მომხმარებლის ქცევის შეცვლას ნიშნავდა და არა მხოლოდ ინსტალაციების ზრდას.

ამ მიზნით, Gulf-ის აუდიტორია სამ ძირითად სეგმენტად დავყავით, თითოეული განსხვავებული მოტივაციით:

  • ფასზე ორიენტირებული მომხმარებლები (Deal Seekers) - მომხმარებლები, რომლებიც ფასდაკლებაზე რეაგირებენ, მაგრამ Gulf-ს ჯერ არ იყენებდნენ

  • Gulf-ის არსებული მომხმარებლები - რეგულარული მყიდველები, რომლებსაც აპლიკაციის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ

  • აპლიკაციის „მიძინებული“ მომხმარებლები (App Sleepers) - ადამიანები, რომლებსაც აპლიკაცია უკვე ჰქონდათ, თუმცა QR-გადახდებს არ იყენებდნენ

სხვადასხვა მომხმარებელი - სხვადასხვა მესიჯი, ერთი შედეგისკენ:
ინსტალაციები, რომლებიც რეალურ გამოყენებაში გადადის.

კამპანიის განხორციელება

ჩვენ შევქმენით მრავალარხიანი კამპანია Google Ads, DV360 და YouTube პლატფორმების გამოყენებით - როგორც Android, ისე iOS მომხმარებლებისთვის, ინდივიდუალურად მორგებული კრეატივებით.

როგორც Google-ის პარტნიორებმა, კამპანიაში გავაერთიანეთ:

  • ზუსტი თარგეთინგი

  • ჭკვიანი სეგმენტაცია

  • სრული funnel-ის კონვერსიების ტრეკინგი

თითოეული მესიჯი პერსონალურად აღიქმებოდა. თითოეული რეკლამა მომხმარებელს QR-გადახდებთან ერთი ნაბიჯით აახლოებდა.

შედეგები

  • 88,000+ აპლიკაციის გვერდის ნახვა

  • 12,000+ ინსტალაცია 2 კვირაში

  • 14.05% კონვერსიის მაჩვენებელი

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მომხმარებლის ქცევის აშკარა ცვლილება.
აპლიკაციის ზრდა მხოლოდ დასაწყისი იყო - მთავარი გამარჯვება მომხმარებლის ჩვევების შეცვლა გახდა.

რატომ იმუშავა?

იმიტომ, რომ რეალური შედეგები მოდის სტრატეგიიდან და არა სტანდარტული აქციებიდან.

ჩვენ ამას ციფრულ ტრანსფორმაციად მივუდექით და შედეგიც მივიღეთ.