
Gepha - სტრატეგიული და კრეატიული ეკოსისტემა ჯანდაცვის ლიდერი ბრენდებისთვის
როდესაც Gepha-მ Ad Geeks-თან თანამშრომლობა დაიწყო, მთავარი მიზანი იყო ჯანდაცვისა და ველნესის პორტფელისთვის თანამედროვე და ერთიანი საკომუნიკაციო სისტემის შექმნა. თანამშრომლობა მოიცავდა მასშტაბურ ციფრულ რეკლამას, კრეატიულ მიმართულებასა და სოციალური მედიის სტრატეგიას და აერთიანებდა ისეთ საკვანძო ბრენდებს, როგორიცაა Manhaé, Bene Pharm და Normon.
ჩვენი როლი
ჩვენ შევიმუშავეთ ინტეგრირებული ბრენდინგისა და კომუნიკაციის სტრატეგია, რომელიც აერთიანებდა კრეატიულ, სტრატეგიულ და ციფრულ გადაწყვეტილებებს.
ბრენდინგი და ვიზუალური იდენტობა
Bene Pharm-ისთვის შევქმენით სრულფასოვანი ვიზუალური სისტემა, კრეატიული პატერნები და ლოგო
Manhaé-სა და Normon-ისთვის განვაახლეთ ვიზუალური იდენტობა და ბრენდული ელემენტები
ვიზუალური პოზიციონირება
თითოეული ბრენდისთვის განისაზღვრა ტონი, განწყობა და ესთეტიკა
უზრუნველყოფილი იქნა თანმიმდევრულობა როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ გარემოში
სოციალური მედიის ეკოსისტემა
შევქმენით კონტენტ სტრატეგიები
გრაფიკული შაბლონები და motion ვიზუალები Facebook-ისა და Instagram-ისთვის
ყველაფერი მორგებული იყო აუდიტორიის ინსაითებსა და ბრენდის ტონალობაზე





კრეატიული შედეგი
Ad Geeks-მა შექმნა ერთიანი ვიზუალური და საკომუნიკაციო ჩარჩო, რომელმაც Gepha-ს ყველა ბრენდი მკაფიო და თანამედროვე იდენტობის ქვეშ გააერთიანა. ჩვენი მუშაობის შედეგად გაძლიერდა მათი პოზიციონირება სხვადასხვა პლატფორმაზე - სანდოობის, ესთეტიკური ბალანსისა და ემოციური კავშირის შერწყმით.