Creative

Advertising

3 დღე და რეალური შედეგი - DV360 კამპანია

3 დღე და რეალური შედეგი - DV360 კამპანია

DV360 (Display & Video 360) იძლევა წვდომას პრემიუმ განთავსებებზე, მოწინავე თარგეთინგზე და display-სა და ვიდეო კამპანიების ცენტრალიზებულ მართვაზე. საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ფარმაცევტულ ბრენდ Pharmadepot-ისთვის Ad Geeks-მა DV360 გამოიყენა, რათა 3-დღიანი ძლიერი ცნობადობის კამპანია განეხორციელებინა YouTube-სა და ღია ვებზე.

Pharmadepot-ის ეფექტური ცნობადობის კამპანია - Ad Geeks-ის შესრულებით

რატომ DV360?

DV360 (Display & Video 360) გვაძლევს შესაძლებლობას, რეკლამა განვათავსოთ პრემიუმ პლატფორმებზე, ზუსტად დავათარგეთოდ აუდიტორია და ერთ სივრცეში ვმართოთ როგორც display, ისე ვიდეო კამპანიები.
Pharmadepot-ისთვის, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი აფთიაქების ქსელისთვის, Ad Geeks-მა DV360 გამოიყენა, რათა 3-დღიანი ინტენსიური ცნობადობის კამპანია ჩაეტარებინა YouTube-სა და ღია ვებზე.

კამპანიის მიზანი

Pharmadepot-ის დაბადების დღის ღონისძიების გარშემო მაქსიმალური ცნობადობისა და ჩართულობის ზრდა მხოლოდ სამ დღეში.

ჩვენი სტრატეგია

Display რეკლამები

  • ზოგადი აუდიტორია: ფართო დაფარვა Google-ის სეგმენტების მეშვეობით

  • რეთარგეთინგი: წარსულში საიტზე ნამყოფი მომხმარებლების ხელახლა ჩართვა

  • პრემიუმ საიტები: Vogue, New York Times, Euronews, Yahoo, USA Today, MarketWatch

YouTube რეკლამები

  • ქართული პრემიუმ არხები: Katsebi, Setanta Sports UFC, Ninutsa’s Channel და სხვა

  • ფორმატები: 6-წამიანი non-skippable + 21-წამიანი ვიდეოები, მესიჯის დამახსოვრებაზე ოპტიმიზებული

  • ლოკაციაზე დაფუძნებული თარგეთინგი: საქართველოს ყველაზე დიდი ქალაქები

შედეგები (3 დღე)

  • 6.3 მილიონზე მეტი ჩვენება

  • 24 000-ზე მეტი კლიკი

  • 1.17 მილიონი დასრულებული ვიდეო ნახვა

  • CTR ინდუსტრიულ ბენჩმარკებზე მაღალი

ძირითადი ინსაითები

  • DV360 აერთიანებს მასშტაბსა და სიზუსტეს ისეთ გარემოში, სადაც რეკლამა თავსდება სანდო და კონტროლირებად პლატფორმებზე.

  • რეთარგეთინგი უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ კლიკებს

  • მოკლე ვიდეოები ზრდის კლიკებს, გრძელი - სრულ მესიჯს გადასცემს

  • პრემიუმ განთავსებები ზრდის როგორც ჩართულობას, ისე ბრენდის აღქმას

Ad Geeks-ის უპირატესობა

ჩვენ უბრალოდ არ ვიყენებთ DV360-ს - ჩვენ მის სრულ პოტენციალს ვხსნით. ზუსტი თარგეთინგის, პრემიუმ მედიისა და ძლიერი კრეატივის კომბინაციით, Ad Geeks კამპანიებს მაღალი ეფექტიანობის მექანიზმად აქცევს.

To embed a website or widget, add it to the properties panel.
To embed a website or widget, add it to the properties panel.