ლიბერთი ბანკი - ინტერაქტიული, დიალოგზე აგებული სარეკლამო კამპანია

ლიბერთი ბანკისთვის შევქმენით ინტერაქტიული სარეკლამო კამპანია DV360-ზე, რისი დამსახურებითაც ბანკმა შეძლო დაეკავებინა წამყვანი პოზიცია საქართველოს ციფრული ბაზრის კონკურენტულ გარემოში.


კლიენტი: ლიბერთი ბანკი
პლატფორმა: Display & Video 360 (DV360)
ფორმატი: Conversational Ads
ხანგრძლივობა: 30 დღე

ამოცანა

ლიბერთი ბანკი მიზნად ისახავდა, რომ საზაფხულო კამპანიით კონკურენტებს შორის გამორჩეული ყოფილიყო და მიზნობრივი აუდიტორიის ყურადღება მიეპყრო.

სტანდარტული სარეკლამო ფორმატები, სტატიკური ბანერი და ვიდეორგოლი, ვეღარ უზრუნველყოფდა სასურველ შედეგს. სწორედ ამიტომ, ბრენდს სჭირდებოდა ინოვაციური და ინტერაქტიული გადაწყვეტა, რომელიც აუდიტორიის ჩართულობას გაზრდიდა და შეთავაზებებს განსაკუთრებულად დასამახსოვრებელს გახდიდა.

ჩვენი სტრატეგია

როგორც Google-ის სერტიფიცირებულმა პარტნიორმა, Ad Geeks-მა ამ ამოცანის გადასაჭრელად Display & Video 360 (DV360) პლატფორმა და მასში ინტეგრირებული დიალოგის (Conversational) ფორმატი შეარჩია, რომელიც მანამდეც წარმატებით გვქონდა დანერგილი სხვა წამყვანი ქართული ბრენდებისთვის.

ჩვეულებრივი რეკლამებისგან განსხვავებით, ეს ფორმატი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევდა, ბანერთან ორმხრივ დიალოგში ჩართულიყო. პერსონალიზებული გამოცდილება აუდიტორიას ბუნებრივად უბიძგებდა, უფრო დეტალურად გაცნობოდა ლიბერთის შეთავაზებებს.

ჩვენი სტრატეგია ორ მთავარ კომპონენტს ეფუძნებოდა:

  • Google-ის აუდიტორიების დახვეწილი თარგეთირება: მომხმარებლების სეგმენტაცია მათი ინტერესების, ონლაინ ქცევისა და კატეგორიების მიხედვით.

  • გაძლიერებული რეტარგეტინგი: იმ ადამიანებთან განმეორებითი კომუნიკაცია, რომლებმაც უკვე გამოხატეს ინტერესი ბანკის მიმართ.

ინოვაციური ფორმატისა და ზუსტი მიზნობრიობის კომბინაციამ სარეკლამო კამპანია გადააქცია არა მხოლოდ პროდუქტის წარდგენად, არამედ - ბრენდთან ურთიერთობის უნიკალურ გამოცდილებად.

შედეგები
  • 6 მილიონზე მეტი ჩვენება: კამპანიამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა თავდაპირველ გეგმას (5 მილიონი ჩვენება).

  • გამორჩეულად მაღალი ჩართულობა: მომხმარებლები აღარ იყვნენ პასიური დამკვირვებლები; ისინი აქტიურად ერთვებოდნენ კომუნიკაციაში და თავად იკვლევდნენ მათთვის საინტერესო შეთავაზებებს.

საბაზრო ინოვაცია: კამპანიამ კიდევ უფრო გააძლიერა ლიბერთი ბანკის, როგორც თანამედროვე და პროგრესული ბრენდის, რეპუტაცია. ამავდროულად, მან დაამტკიცა Ad Geeks-ის მიერ საქართველოში დანერგილი ინტერაქტიული ფორმატის ეფექტიანობა.

კამპანიის ეფექტი

კამპანიამ აჩვენა, რომ ინოვაციური ფორმატისა და ზუსტი თარგეთირების კომბინაცია უზრუნველყოფს როგორც გაზომვად შედეგებს, ისე აუდიტორიასთან ღრმა ემოციური კავშირის დამყარებას. Ad Geeks-მა კი არა მხოლოდ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია, არამედ რეგიონში ინტერაქტიული რეკლამის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა.

Services used in this project

Creating brand-driven experiences that put brand essence at the core of the creation process.

Creative Campaigns

Copywriting

Services used in this project

Creating brand-driven experiences that put brand essence at the core of the creation process.

Creative Campaigns

Copywriting