Georgian (Georgia)

ბრენდის ცნობადობის ზრდა YouTube CTV რეკლამის საშუალებით

Case Study

YouTube CTV არის YouTube-ის სარეკლამო სივრცე, რომელიც ნაჩვენებია Connected TV მოწყობილობებზე. ეს არის YouTube-ის ფორმატი, რომელიც მუშაობს მხოლოდ Smart ტელევიზორის ეკრანზე და ბრენდს აძლევს საშუალებას მიწვდეს მომხმარებელთა ფართო მასშტაბს მაღალი ხარისხის ვიდეოკომუნიკაციით.

რა განასხვავებს YouTube CTV-ის ჩვეულებრივი სატელევიზიო რეკლამისგან?

ტრადიციული TV: რეკლამა ნაჩვენებია ყველასთვის ერთნაირად, ინტერესების გაუთვალისწინებლად.

YouTube CTV: რეკლამა ზუსტად თარგეთირდება მომხმარებლის მიერ არჩეული კონტენტისა და მათი დეტალური მახასიათებლების: ასაკის, ქცევისა და ინტერესების მიხედვით.

თუ წლების წინ Connected TV-ის წილი დაახლოებით 1% იყო, დღეს ის 15–17%-მდეა გაზრდილი, რაც ცხადყოფს მომხმარებლის ქცევის შეცვლასა და ბრენდებისთვის CTV არხის მნიშვნელოვნად გაზრდილ შესაძლებლობას.

კამპანიის ანალიზი: GPC - ქალების კანის მოვლის ხაზი

GPC-ის სურდა გაეზარდა ქალების კანის მოვლის კონკრეტული ბრენდის ხაზის ცნობადობა და მიეღწია სწორი აუდიტორიისთვის სწორ დროს. YouTube CTV აღმოჩნდა იდეალური გადაწყვეტა. აღნიშნულმა რეკლამამ ბრენდს საშუალება მისცა გამოჩენილიყო სამიზნე აუდიტორიასთან, იმ მომენტში, როდესაც ისინი მათთვის სასურველ კონტენტს უყურებდნენ.

ჩვენ გამოვიყენეთ 10-წამიანი (Skippable) ვიდეორეკლამა და ინტერესებზე დაფუძნებული თარგეთინგი - მაქსიმალური რელევანტურობისა და ეფექტიანობისთვის. მთავარი მიზანი მკაფიო იყო: ბრენდის ცნობადობის გაზრდა და აუდიტორიის ინტერესის სტაბილურად შენარჩუნება.


KPI: Brand Awareness

შედეგები:

  • 1,283,586 impressions

  • 256,717 unique reach

  • 92% Video View Rate

კამპანიის შედეგები მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩა. რეკლამის ჩვენების სიხშირემ (Frequency) შექმნა სწორი ბალანსი, რომელმაც გაამყარა GPC-ის კანის მოვლის ხაზის ცნობადობა.

დასკვნა

ეს კამპანია ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია YouTube CTV-ს მნიშვნელოვნად გააძლიეროს ბრენდის ცნობადობა სწორი მიდგომით.

CTV იქცა თანამედროვე, მაღალი ეფექტიანობის სარეკლამო სივრცედ, რომელიც ბრენდებს საშუალებას აძლევს მათი საკომუნიკაციო მესიჯი მომხმარებლამდე სწორ გარემოში მიიტანონ.

Ad Geeks უზრუნველყოფს სრულყოფილად დაგეგმილ და შედეგებზე ორიენტირებულ CTV კამპანიებს, რათა ბრენდებმა შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა თანამედროვე მედია გარემოში.

გამოიწერე სიახლეები

ვაზიარებთ საინტერესო იდეებს, მარტივ რჩევებს და კრეატიულ ნამუშევრებს, რომლებიც ბრენდებს ზრდაში ეხმარება.

გამოიწერე სიახლეები

ვაზიარებთ საინტერესო იდეებს, მარტივ რჩევებს და კრეატიულ ნამუშევრებს, რომლებიც ბრენდებს ზრდაში ეხმარება.